ბლოგი

რა არის კონვექციური ღუმელი?

convection oven 4

გულახდილები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ დღეს, ჩვენს მიერ შექმნილი კერძების გემოვნური თუ ვიზუალური მხარე, მაინც დიდწილად სამზარეულოს დანადგარებზეა დამოკიდებული. საქმის უზადო პროფესიონალიც კი ვერაფერს გახდება, თუ კერძების მომზადებაში შესაფერისი დანები, ქვაბები, ქურები და განსაკუთრებით, ღუმელები არ დაეხმარება. 

ის დრო უკვე დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა, როცა ჩვენი წინაპრები ცეცხლზე ნანადირევს შეწვავდნენ და მისი გემო ათწლეულების მანძილზე ტკბილად ახსენდებოდათ. კულინარია ძალიან წინ წავიდა და ეს კრეატიულ და თამამ მზარეულებთან ერთად, რათქმაუნდა, ტექნიკის განვითარების დამსახურებაცაა.

უკვე დროა საბოლოოდ დავივიწყოთ ის პერიოდი, როცა სამზარეულო ბრძოლის ველს გავდა… როცა ჩავარდნილ ტორტს და დახრუკულ ქათმის კანს უფლებას ვაძლევდით, ჩვენთვის საზეიმო დღეები ჩაეშხამებინა. ამ სასიხარულო ნაბიჯის გადასადგმელად და სამზარეულოში ახალი ერის დასაწყებად კი საკმარისია კონვექციური ღუმელის, სამზარეულოს ამ საიდუმლო იარაღის სამყაროში სამოგზაუროდ გამომყვეთ…  დანარჩენს თავად ნახავთ.

რა განსხვავებაა თანამედროვე კონვექციურ ღუმელსა და ჩვეულებრივ ღუმელს შორის?

ალბათ სამართლიანი იქნება ჩვენი მოგზაურობა ზოგადი მიმოხილვით დავიწყოთ. ვეცდები ძალიან მარტივი, გასაგები ენით აგიხსნათ რა არის ის ხელშესახები უპირატესობა, რომელითაც თანამედროვე კონვექციური ღუმელი, ჩვეულებრივს ჯაბნის და საერთოდ რა განსხვავებაა ამ ორს შორის.

კონვეციური ღუმელი
განსხვავება თანამედროვე კონვექციურ ღუმელსა და ჩვეულებრივ ღუმელს შორის

სინამდვილეში საქმე არანაირ ჯადოქრობასთან არ გვაქვს… ყველაფერი ძალიან მარტივად, უბრალოდ ცხელი ჰაერის ცირკულაციაში და თანაბრად გადანაწილებაშია, რომელსაც კონვექციურ ღუმელში დამონტაჟებული ვინტილატორი განაპირობებს. მისი წყალობით, შეგვიძლია საკვები შედარებით დაბალ ტემპერატურაზეც და ნაკლებ დროში მოვამზდოთ, ვიდრე ამას ტრადიციულ ღუმელში მოვახერხებდით. გარდა ამისა, კონვექციური ღუმელი აბსოლუტურად გამორიცხავს რისკს, რომ კერძს ბოლოები დაეწვება, ან მისი შიგთავსი მოუმზადებელი დარჩება. მოკლედ რომ ვთქვათ, სისწრაფე და სტაბილურობა ამ ტიპის ღუმელის პირველი უდაო უპირატესობაა.

სამზარეულოს ექსპერიმენტებიდან რესტორნის ხარისხის კერძებამდე

გიყვართ კულინარიული ვიდეოები და სახლშიც გინდათ ოქროსფერი, კნაწუნა, ხრაშუნა, ან რბილი და ფაფუკი გემრიელობები აკეთოთ? პირდაპირ გეტყვით, რომ კონვექციური ღუმელის გარეშე, მსგავსი ექსპერიმენტები, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად შედეგიანი იქნება. შეიძლება სამზარეულოს ინფლუენსერობას სულაც არ აპირებთ და თუ ინტაგრამზე წარუმატებელი კერძის ფოტოს არ გამოაქვეყნებთ, თქვენი მარცხის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს… მაგრამ თუ რესტორნის მსგავსი საკვების მომზადებით და გემრიელად სადილობით ხართ დაინტერესებული, ტანჯვა საჭირო არ არის, საჭირბოროტო საკითხებს კონვექციური ღუმელი მოაგვარებს.

როგორ ამარტივებს კონვექციური ღუმელი კერძის მზადების პროცესს?

კონვექციურ ღუმელს ერთი ჯადოსნური ფუნქცია აქვს, რომელსაც შეგვიძლია მულტი შემწვარ-მოხრაკულობა, ან რამე მსგავსი დავარქვათ. მოკლედ, საქმე იმაშია, რომ კონვექციური ღუმელების გარკვეულ ნაირსახეობებში შეგიძლიათ ქათამი და ბოსტნეული ერთადროულად მოამზადოთ. ამას თაროების პრინციპი ქვია და აქ მთავარი სწორედ ისაა, რომ ყველა კერძისგან აჯაბსანდალი არ გამოვიდეს. ერთ დონეზე ქათამი მომზადდება თავისთვის, მეორე დონეზე კი ბოსტნეული დაიბრაწება… თანაც ეს ყველაფერი ისე მოხდება, რომ ბოსტნეულს ბოსტნეულის არომატი ექნება, ქათამს კი ქათმის. რაც მთავარია, თქვენი სტუმრები ძირითად კერძს და გარნირს, ორივეს ახალს და ცხელს, ლოდინის გარეშე, თქვენს მიერ წინასწარ განსაზრვრულ დროს მიიღებენ. მგონი ფანტასტიური შესაძლებლობაა სტუმრებს კომპლიმენტი ათქმევინოთ.

სად შევიძინოთ კონვექციური ღუმელი?

სიტყვა ძალიანაც რომ არ გამიგრძელდეს, აქვე დავამატებ… ჩვენთან, GN Industrial-ში კონვექციური ღუმელების ფართო არჩევანია, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი თქვენგანის საჭიროებებს და ბიუჯეტს მოერგება. ჩვენი პერსონალი სიამოვნებით გაგარკვევთ ისეთ ტექნიკურ დეტალებში, როგორებიცაა ზომა, პროგრამირების პარამეტრები, ან თვითწმენდის რეჟიმები… ჩვენთვის მნიშვნელოვანია შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ, რადგან გვჯერა, რომ კონვექციური ღუმელი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ მომავალ კულინარიულ თავგადასავლებში…