
შესაფუთი აპარატი HWM-430
კოდი: HWM-430
GN
168.00 ₾
მოიძებნა 2 პროდუქტი
ფილტრები
საკვები პროდუქტების სწრაფად და ჰიგიენურად შესაფუთად შესაფუთი აპარატი კულინარიების, საცხობებისა და სუპერმარკეტებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი დანადგარია. ვაკუუმის ან დასალუქი აპარატებისგან განსხვავებით, ეს მოწყობილობა პროდუქციის (მათ შორის, ლანგარზე მოთავსებულის) სტრეჩ-ფირში გადასახვევად გამოიყენება. ცხელი საჭრელი და თერმოზედაპირი ფირის ზუსტად გადაჭრასა და შეფუთვის ძირზე საიმედოდ მიკვრას უზრუნველყოფს.
ეს დანადგარი სტანდარტულ 220V ქსელზე მუშაობს, დაბალი ენერგომოხმარებით (0.75 კვტ) გამოირჩევა და კომპაქტური ზომის გამო სამზარეულოს მაგიდაზე მარტივად თავსდება. მოდელის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შესაფუთი პროდუქციის გაბარიტებსა და სამუშაო დატვირთვის ინტენსივობას.